ქარ Eng
24.04.12

ევროპული CE მარკირება – პირველად საქართველოში

საქართველოს ხარისხის ფონდმა (GQF) პირველად საქართველოში ევროპელ პარტნიორებთან ერთად დაიწყო ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის CE მარკირება. CE (ConformitéEuropéenne) ევროპულ შესაბამისობას ნიშნავს და დაიტანება პროდუქტზე, რომელიც ჰარმონიზებულია ევროპულ სტანდარტებთან.
GQF პირველი და ერთადერთი ქართული ორგანიზაცია, რომელიც პარტნიორ ექსპერტებთან ერთად, მზად არის ჩაატაროს შესაბამისობის შეფასების სამუშაოები და ამის საფუძველზე მოახდინოს შესაბამისი პროდუქციის CE სერტიფიცირება.
საქართველოს ხარისხის ფონდის პრეზიდენტის, გრიგოლ კუნჭულიას განმარტებით,– „CE სერტიფიკატი მეწარმეს საშუალებას აძლევს, ტექნიკური ბარიერების გარეშე მოახდინოს საკუთარი პროდუქციის იმპორტი არამხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით“.
GQF–ს მიზანია, ორგანიზაციებში ხარისხის მენეჯმენტის თანამედროვე სისტემების დანერგვა, რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ადგილობრივ და უცხოურ სამომხმარებლო ბაზარზე.
გრიგოლ კუნჭულიას განცხადებით, საქართველოს ხარისხის ფონდის წევრ კომპანიებს CE სერტიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები ჩაუტარდებათ სპეციალური ტარიფით.
უნდა აღინიშნოს, რომ CE სერტიფიკატი ხარისხის ნიშანი არ არის და ის მხოლოდ პროდუქციის ევროპის სტანდარტებთან შესაბამისობას აღნიშნავს.
იხილეთ პრეზენტაცია მარკირების დეტალების დასაზუსტებლად.
 
უკან დაბრუნება  

მთავარი | სიახლეები | პრესა და პუბლიკაციები | გალერეა | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია