ქარ Eng
11.04.12

„ქართული ხარისხი“ - ახალი სატელევიზიო პროექტი

თუ თქვენ ქმნით ქართულ ხარისხს, ანუ აწარმოებთ ხარისხიან პროდუქციას (აწვდით ხარისხიან მომსახურებას); თუ თვლით, რომ ემსახურებით ქართულ საქმეს, ქმნით ეროვნულ სიმდიდრეს, ეწევით ქვეყნისთვის სასარგებლო მოღვაწეობას ანუ აკეთებთ პატიოსან ქართულ ბიზნესს, მაშინ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ!
ჩვენ მოვუყვებით მაყურებელს, თუ როგორ კეთდება ქართული საქმე, რამდენად ხარისხიანია ქართული პროდუქცია და რა უპირატესობები გააჩნია მას უცხოურთან შედარებით.
ჩვენი სატელევიზიო კამერები დააფიქსირებს თითოეული იმ კომპანიის საქმიანობას, სადაც ქმნიან ქართულ ხარისხს. წარმოების სრული პროცესი ანუ პროდუქტის მიერ გასავლელი გზა მისი შექმნის იდეიდან სარეალიზაციო ობიექტამდე (მომხმარებლამდე), გამოცდილი ექსპერტების კომენტარები და რეკომენდაციები, სატელევიზიო ექსკურსია, რომლის საშულებითაც მაყურებელი დაათვალიერებს თუ სად, როგორ და ვის მიერ იქმნება პროდუქტი, რომელსაც ის სისტემატიურად ყიდულობს ოჯახისთვის.
და აქვე, ქართული კოპანიების ქართული საქმეები, ანუ საქველმოქმედო მოღვაწეობა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება , მათგან, ვინც ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე გრძნობს პასუხისმგებლობას, აკეთოს უანგარო სიკეთე, დაეხმაროს თანამოძმეს და მაგალითი მისცეს სხვას.
ჩვენ გადავხედავთ ისტორიას, მოვიგონებთ ყველა იმ ტრადიციას, ორგანიზაციასა თუ ადამიანს, რომელთაც წვლილი მიუძღვით დღევანდელ დღეს ქართული ხარიხის არსებობაში, რადგან ხარისხი – ტრადიციის, ქართული ხარისხი კი,– ქართული ტრადიციის გარეშე, უბრალოდ არ არსებობს.
უკან დაბრუნება  

მთავარი | სიახლეები | პრესა და პუბლიკაციები | გალერეა | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია