ქარ Eng
15.11.11

ევროპის ხარისხის ორგანიზაციის 117-ე გენერალური ასამბლეა ხვალ გაიხსნება


16–18
ნოემბერს თბილისში ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (EOQ) 117–ე გენერალური ასამბლეა გაიმართება. გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს EOQ–ს ნაციონალური წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ხარისხის ფონდი (GQF). ასამბლეის ფარგლებში თბილისს ეწვევა ევროპის 34 ქვეყნის ხარისხის ნაციონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

`EOQ- ისტორიაში პირველად, გენერალური ასამბლეა გაიმართება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საქართველოში. მიმაჩნია, რომ ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და თანამედროვე, მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მართვის სისტემების დამკვიდრების თვალსაზრისით~, _ განაცხადა ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საქართველოს ხარისხის ფონდის პრეზიდენტმა, გრიგოლ კუნჭულიამ.     

დაგეგმილია ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და ნაციონალური წარმომადგენლების შეხვედრა „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ გენერალურ დირექტორ, ზაზა კიკვაძესთან და გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბაღდავაძესთან.

საგანგებოდ ასამბლეის დელეგატებისთვის მოეწყობა საინფორმაციო ტური „ბაგრატიონი 1882“–ს საწარმოში.

18 ნოემბერს EOQ–ს გენერალური ასამბლეის დასკვნითი საღამოს ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს მიენიჭებათ ხარისხის საერთაშორისო ჯილდო. ამასთან, გაიმართება ქართული ხარისხის ნიშნით დაჯილდოების ცერემონია და კატალოგის“The Best Quality of Georgia” იდეის პრეზენტაცია.

გენერალური ასამბლეის მთავარი სპონსორი კომპანიები არიან ბორჯომი, ნატახტარი, და იფქლი 1, ხოლო სპონსორები  სასტუმრო–კომპლექსი კრუიზი და ღვინის კომპანია ვინივერია. 

უკან დაბრუნება  

მთავარი | სიახლეები | პრესა და პუბლიკაციები | გალერეა | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია