ქარ Eng
18.10.11

საქართველო ევროპის ხარისხის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს

16-18 ნოემბერს საქართველოს ხარისხის ფონდი (GQF), რომელიც არის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (EOQ) ნაციონალური წარმომადგენელობა საქართველოში, უმასპინძლებს ხარისხის ორგანიზაციის 117-ე გენერალურ ასამბლეას. ასამბლეის ფარგლებში თბილისს ეწვევა ევროპის 34 ქვეყნის ხარისხის ნაციონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
 
EOQ-ს ისტორიაში პირველად, გენერალური ასამბლეა გაიმართება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საქართველოში. ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისა და თანამედროვე, მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მართვის სისტემების დამკვიდრების თვალსაზრისით.
უკან დაბრუნება  

მთავარი | სიახლეები | პრესა და პუბლიკაციები | გალერეა | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია