ქარ Eng
08.11.10

იდუმალი მყიდველი

საქართველოს ხარისხის ფონდმა განაახლა კვლევების განხორცილება ახლა უკვე მომსახურების სრული სერვისით: იდუმალი მყიდველი, ფოკუს–ჯგუფი, ექსპერტული გამოკითხვა, რაოდენობრივი კვლევა.


იდუმალი მყიდველი მეთოდით დგინდება:
 რამდენად კარგად ემსახურება მომხმარებელს პერსონალი;
 რა მიმართულებებით საჭიროებს კორექციას მომსახურების სფერო;
 გაიცემა რეკომენდაციები სუსტი მხარეების გაძლიერების შესახებ;

რაოდენობრივი კვლევა. ტარდება პირისპირ ინტერვიუს, საფოსტო და სატელეფონო გამოკითხვის და ონლაინ გამოკითხვის საშუალებით. რაოდენობრივი მეთოდი იძლევა საიმედო, ზუსტ, სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა განზოგადება შესაძლებელია შერჩევის მთელ ერთობლიობაზე.
რაოდენობრივი კვლევის საშუალებით მიღებული მონაცემები შეიძლება გახდეს მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვის საფუძველი.
ფოკუს–ჯგუფში შეისწავლება სამომხმარებლო პრეფერენციები, განწყობები, ქცევის მოდელები. ხორცილდება კომუნიკაციური სტრატეგიების, ტაქტიკების ძიება/მოპოვება.

ფოკუს–ჯგუფის პროცესში შესაძლებელია პროდუქტების გემოს, სუნის და სხვა თვისებების დეგუსტაცია და პროდუქციის დემონსტრირება.
ფოკუს–ჯგუფის მსვლელობისას შესაძლებელია დისკუსიის მიმდინარეობის მართვა.
 

უკან დაბრუნება  

მთავარი | სიახლეები | პრესა და პუბლიკაციები | გალერეა | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია