ქარ Eng
16.11.10

TV ტესტი

ნოემბრის თვიდან საქართველოს ხარისხის ფონდმა ტელეკომპანია მზესთან ერთად მედია პროექტების განხორციელება დაიწყო. გადაცემებით “გოგიჩას ხარისხიანი დილა” და “ TV ტესტი” ფონდი მომხარებელს საჭირო და აუცილებელ ინფორმაციებს, რეკომენდაციებსა და რჩევებს აწვდის პროდუქციასა და მომსახურებაზე.

TV ტესტის მიზანია ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებულობა, პროდუქციისა და მომსახურების ტესტირების რეიტინგული შეფასების შედეგების გამოვლენა, რეალური ფაქტების ჩვენება, პროფესიონალთა რეკომენდაციები, რჩევები და მომხმარებლის უფლებების დაცვა. გადაცემა ეთერში გადის პარასკევს 12:30 სთ, კვირას 11:00 სთ-ზე. ორშაბათს 16:30 სთ; სამშაბათს 16:30 სთ და ოთხშაბათს– 15:30 სთ.
გოგიჩას ხარისხიანი დილა გოგიჩას ხარისხიანი დილა” – შემეცნებითი – გასართობი
ხასიათის პროექტია. გადაცემა ყოველდღე 10:00სთ-დან 11:00სთ-მდე გადის ეთერში საინტერესეო სტუმრებითა და მნიშვნელოვანი თემებით.
გადაცემის მეშვეობით საზოგადოება იღებს საჭირო და სასარგებლო რჩევებს, რეკომენდაციებსა და ინფორმაციებს პროდუქციისა და მომსახურების ვარგისიანობის, ხარისხიანობისა და დაბალი ხარისხის შესახებ.
გადაცემების მომზადებაში ჩართულები არიან საქართველოს ხარისხის ფონდის ექსპერტები, მოწვეული სპეციალისტები და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები- ინსტიტუტები და ასოციაციები, რაც ტელე-გადაცემების მაღალი ხარისხის საიმედოობისა და სამართლიანობის გარანტია.
საქართველოს ხარისხის ფონდის მედია პროექტები მიმართულია ხარისხის წახალისებისა და სრულყოფის გზით მომხმარებელთა და მეწარმეთა განვითარებისა და კეთილდღეობაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მათ გათვითცნობიერებაზე.
 

უკან დაბრუნება  

მთავარი | სიახლეები | პრესა და პუბლიკაციები | გალერეა | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია