"თბილისი მარიოტში" ხარისხის ნიშნით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება
დღეს, 9 მარტს, სასტუმროში "თბილისი მარიოტი" ხარისხის ნიშნით დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორი ფონდი "ქართული ხარისხია". ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ხარისხის ნიშნით ისეთი კომპანიები შეარჩა, რომელთა ხელმძღვანელებიც ქალები არიან.
ხარისხის ნიშანის სერთიფიკატის შპს ~ექსკლუზივ გრუპს~ ( PRIVE - რუსუდან მარგველაშვილი), შპს "ლუქსი ინტერიერს" (Villeroy&Boch, Swarovski -ნათია ფოფხაძე), შპს ვიგოს (ჯეოსპორტი - Nნატა ზვიადაძე) და სილამაზის ცენტრ ნატალის (ნატალია თოლორაია) გადაეცემა. ასევე, ფონდის საპატიო წევრობის დამადასტურებელი მოწმობას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორ წარმატებულ ქალბატონს გადასცემენ.
ღონისძიებაას ცნობილი სახეები, ბიზნესმენები, სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ფონდი "ქართული ხარისხი" აღნიშნული კომპანიების პროდუქციისა, მომსახურებისა და მათი ხარისხის მენეჯმენტს რამდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდა.
ღოსიძიების სპონსორები არიან მაღაზიათა ქსელი "ჩაი მანია", "ტკბილი ქვეყანა", "ვულე-ვუ" და შპს "პრემიუმ კლასი".