ბალნეოლოგიური კურორტი ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა. საქართველოს ხარისხის ფონდმა 2010 წელს ორგანიზაციაში სპეციალური კვლევა ჩაატარა.
პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციის ისტორიის, სტრატეგიის, თითოეული განყოფილების შესწავლა მოხდა. თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
საქართველოს ხარისხის ფონდის ინფორმაციით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი კვალიფიციური პერსონალითა და თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი 1938 წელს პროფესორ ზანდუკელის მიერ დაარსდა.