აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში "ხარისხის კვირეულის" პრეზენტაცია გაიმართა
2-დან 6 აგვისტოს ჩათვლით აჭარა ხარისხის კვირეულს უმასპინძლებს. გრანდიოზული ღონისძიებები ახალ ბულვარში გაიმართება.
"ხარისხის კვირეულში" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არსებული 40-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას. კომპანიები ვიზიტორებს სხვადასხვა პროდუქციებს გააცნობენ.
5 დღის განმავლობაში "ხარისხის კვირეულის" ფარგლებში სხვადასხვა სახის კონკურსები და ვიქტორინები მოეწყობა, ვიზიტორებს სხვადასხვა სახის პროდუქციის დაგემოვნების საშუალება ექნებათ.
აჭარის "ხარისხის კვირეულის" საზეიმო დახურვა 6 აგვისტოს გაიმართება. რამდენიმე კომპანია ხარისხის ნიშნით დაჯლდოვდება.
ტურიზმის დეპარტამენტში დღეს სპეციალური პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელზეც "ხარისხის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.