ქარ Eng

ფონდის  წევრობა

საქართველოში მაღალი ხარისხისა და სტანდარტების დანერგვა, ასევე მუდმივი სრულყოფილების იდეის განხორციელება ხელს უწყობს საქმიანი გარემოს განვითარებას, კონკურენტუნარიანი პროდუქციის დამკვიდრებას სამომხმარებლო ბაზარზე და სამამულო პროდუქციის ექსპორტის განვითარებას. ამ მიზნით შემუშავდა პარტნიორობის სპეციალური პროგრამა, რომელიც მიმართულია წარმატებული, ხარისხზე ორიენტირებული კომპანიებისა და ორგანიზაციების ყოველდღიურ პროცესებში ჩართვასა და მონაწილეობაზე.

კერძოდ, საქართველოს ხარისხის ფონდი, დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ქმნიან ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას და ორიენტირებულნი არიან მაღალ სტანდარტებსა და ხარისხის მუდმივ სრულყოფაზე, წევრობის სხვადასხვა ფორმას სთავაზობს: ნამდვილი და ასოცირებული წევრი.

ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ასევე პედაგოგიურ-სამეცნიერო და ბიზნეს საქმიანობაში განსაკუთრებული მიღწევების მქონე პიროვნებებს, ენიჭებათ საქართველოს ხარისხის ფონდის საპატიო წევრობა. საპატიო წევრი ყველა იმ უფლებით სარგებლობს, რომელიც ასოცირებულ წევრს აქვს მინიჭებული და ასევე დამატებით აქვს ფონდის საერთო კრებაზე ერთი ხმის უფლება.


ხარისხის ფონდში გაწევრიანება ნიშნავს, რომ

  • კომპანია ზრუნავს ხარისხის ცნობიერების ამაღლებაზე სამომხმარებლო ბაზარზე.
  • კომპანია ორიენტირებულია ხარისხის თანამედროვე სისტემების დანერგვისკენ.
  • კომპანია ესწრაფვის ხარისხის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
  • კომპანია ძლიერია წარმოებული პროდუქცია/მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით და გამოცდილების გაზიარების მომხრეა.
  • კომპანია ზრუნავს ეფექტიანობაზე, ცდილობს დახვეწოს მენეჯმენტის შიდა სისტემა.
  • კომპანისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, რასაც ტრენინგების ჩატარებითა თუ კონფერენციებსა და კონგრესებში მონაწილეობით აღწევს.
  • კომპანია ზრუნავს საერთო სამომხმარებლო ბაზრის გაუმჯობესებაზე და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე საქართველოში.

საქართველოს ხარისხის ფონდის წევრობის სარგებელი

  • მესამე, დამოუკიდებელი მხარის მიერ აღიარება, დახმარება/წახალისება ხარისხის საკითხებში.
  • კომპანიის ლოგოსა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განთავსება ფონდის ვებ-გვერდზე;
  • GQF ლოგოს გამოყენების უფლება პროდუქციის/მომსახურების ეტიკეტებზე, ასევე ნებისმიერი სახის სარეკლამო და პრომო-მასალებში;
  • ექსკლუზიური უპირატესობა, გაეცნონ და დანერგონ ხარისხის სფეროში არსებული ყველა სიახლე ფონდის პარტნიორი ხარისხის ევროპული ორგანიზაციების დახმარებით;
  • საქართველოს ხარისხის ფონდის პროექტებში აქტიური მონაწილეობის უფლება შეღავათიანი ტარიფებით: ‘’ხარისხის დღე’’, ‘’ხარისხის კვირეული’’, დაჯილდოებები, პრეზენტაციები.
  • საქართველოს ხარისხის ფონდის ერთ-ერთ მთავარ პროექტში ‘‘ხარისხის ნიშანი’’ სპეციალური პირობებით მონაწილეობა.
  • საქართველოს ხარისხის ფონდის საერთაშორისო პროექტებზე კონსულტაცია, ასევე სპეციალური პირობები ‘‘ISO’’ და/ან ‘’HACCP’’ სერტიფიცირების, მისტიური კლიენტის და ბენჩმარკინგის პროგრამის განხორციელებისას.
  • ევროპის ხარისხის ორგანიზაციის და მისი 40 წევრი ქვეყნის სიახლეები ხარისხის სფეროში, ტრენინგების, სწავლებების, ვორქშოფების, გამოფენების, სემინარების, პროექტების, კონგრესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილეობის შესაძლებლობა.
  • საქართველოს ხარისხის ფონდის მიერ დაგეგმილ სემინარებში, პერსონალის გადამზადების და კონფერენციებში მონაწილეობის უფლება.
  • საერთაშორისო ბიზნესკონტაქტები - კონსულტაციები და დახმარება საერთაშორისო ბაზარზე პარტნიორების მოძიებაში, მათთან მოლაპარაკებების ეტაპის უზრუნველყოფა.
  • ხარისხის კუთხით ნებისმიერი პროექტისა და წამოწყების (განხორციელების) შემთხვევაში სრული მხარდაჭერა.
  • ივენთ-მენეჯმენტი - ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, პროდუქციის/მომსახურების წარმოსაჩენად.
  • პარტნიორული ურთიერთობები დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს-გაერთიანებებთან, ასევე ევროპის ხარისხის ორგანიზაციის 40 ქვეყნის 500.000 კომპანიასთან და 70 000 რეგისტრირებულ ექსპერტთან.

 

კონსულტაციები
მაღალპროფესიონალი სპეციალისტების მეშვეობით ფონდი წევრებისათვის უზრუნველყოფს უფასო კონსულტაციებს ხარისხის მენეჯმენტის, პროდუქციის უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, ასევე კონსულტაციებს იურიდიულ, კერძოდ კი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
ფონდის ფართო ქსელის საშუალებით წევრებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობებიდან ხარისხისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციისა და სხვა სახის დოკუმენტების მოპოვება.

ფონდის ლოგო
საქართველოს ხარისხის ფონდის ლოგოს გამოყენების უპირატესობა ნამდვილ წევრებს ენიჭებათ. ფონდის ლოგოს გამოყენება შესაძლებელია კომპანიების სატიტულო ფურცლებზე, მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისათვის.

საერთაშორისო ბიზნეს-კონტაქტები
საქართველოს ხარისხის ფონდი თავის ნამდვილ და ასოცირებულ წევრებს ეხმარება უცხოურ კომპანიებთან კონტაქტების დამყარებაში. ფონდი ორგანიზებას უწევს წევრების საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმებში მონაწილეობას. საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით ფონდის საერთაშორისო პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად ქმნის ბიზნეს-საბჭოებს.

მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტები
საქართველოს ხარისხის ფონდი ეხმარება წევრ კომპანიებს დანერგონ მენეჯმენტის თანამედროვე სისტემები (ISO, HACCP) ორგანიზიაციაში, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტების დახმარებით.

მისტიური კლიენტის მეთოდოლოგია
საქართველოს ხარისხის ფონდი არის MSPA ევროპის წევრი კომპანია საქართველოში. ორგანიზაციის მეთოდოლოგიითა და გამოცდილი “კლიენტების” საქმიანობით ის უზურნველყოფს ანონიმური წესით მომსახურების დონის შეფასებას მომსახურების სფეროს დაწესებულებებში.

ბენჩმარკინგი (Benchmarking)
ბენჩმარკინგი არის თანამედროვე მეთოდი, რომლის მიხედვითაც ფონდის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი საქმიანობა შეადარონ სხვა წარმატებული კომპანიების საქმიანობას, მოხდეს გამოცდილების ურთიერთგაზიარება და საქმიანობის სრულყოფის მიზნით გამოყენებული მეთოდების დანერგვა.

Q ივენთები
საქართველოს ხარისხის ფონდთან არსებული ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია (Q Media Group) ეხმარება წევრ კომპანიებს განახორციელონ სხვადასხვა გასართობი, საპრეზენტაციო თუ კორპორატიული ივენთები პროდუქციისა და მომსახურების წარმოსაჩენად.

ფონდის საერთო კრებაში მონაწილეობა
ფონდის წევრები, თავიანთი წარმოდგენილების სახით მონაწილეობენ ფონდის საერთო კრებებში.

მთავარი მოვლენები (ღონისძიებები)
ფონდის წევრებს საშუალება ეძლევათ სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ ფონდის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, ასევე ფონდის დახმარებით დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სახის სპეციალური ღონისძიებები.

სემინარები
ნებისმიერ სემინარზე, რომელიც ფონდის ეგიდით ჩატარდება, ფონდის წევრებისთვის განსაზღვრული რაოდენობის მონაწილე დაიშვება. ფონდის მიერ ორგანიზებული სემინარები უზრუნველყოფენ ბიზნესსრულყოფილების ინსტრუმენტების ეფექტურობას, ხარისხის მენეჯმენტისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ცოდნის მიღებასა და ამ სფეროში გამოცდილების გაზიარებას.

გარკვეულ სემინარებში მონაწილეობა შეიძლება იყოს ფასიანი, მისი შინაარსის, მოწვეული ექსპერტების, სემინარის ხანგრძლივობისა და ჩატარების ადგილის გათვალისწინებით, თუმცა ფონდის წევრებისთვის განსაკუთრებული შეღავათები იქნება დაწესებული.


საქართველოს ხარისხის ფონდის დაგეგმილი ღონისძიებები
  • საქართველოს ხარისხის დღე (ოქტომბერი);
  • საქართველოს ხარისხის კვირეული (ნოემბერი);
  • პერსონალის სერტიფიცირება ევროპული მეთოდით; 
  • ევროპის ხარისხის ორგანიზაციის 56-ე კონგრესი (14-15 ივნისი, 2012);
  • ‘’ხარისხის ნიშნით’’ დაჯილდოების ცერემონიალები;
  • მისტიური კლიენტის მეთოდოლოგიით მომსახურების სფეროს განვითარების ხელშემწყობი პროექტები;
  • საერთო სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა/განხორციელება;
  • მედია პროექტებში მონაწილეობა;
  • სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთობლივი პროექტები;
  • ყოველწლიური საერთაშორისო პროექტი ‘’აჭარის ხარისხის კვირეული’’.
          
სრულუფლებიანი წევრის საწევრო შენატანი შეადგენს 1500 ლარს.
ასოცირებული წევრის საწევრო შენატანი შეადგენს 500 ლარს.

მთავარი | სიახლეები | პრესა და პუბლიკაციები | გალერეა | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია