ქარ Eng

თბილისი ევროპის ხარისხის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს

 საქართველოს ხარისხის ფონდი 16-18 ნოემბერს ხარისხის ორგანიზაციის 117-ე გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს. ასამბლეის ფარგლებში თბილისს ეწვევიან ევროპის 34 ქვეყნის ხარისხის ნაციონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

„ევროპის ხარისხის ორგანიზაციის - EOQ-ს ისტორიაში პირველად, გენერალური ასამბლეა გაიმართება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საქართველოში. ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და თანამედროვე სტანდარტებისა და ხარისხის მართვის სისტემების დამკვიდრების თვალსაზრისით“, - განაცხადა ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საქართველოს ხარისხის ფონდის პრეზიდენტმა გრიგოლ კუნჭულიამ.

ცნობისთვის: საქართველოს ხარისხის ფონდი არის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ნაციონალური წარმომადგენლობა საქართველოში.
http://commersant.ge/?id=4646
უკან დაბრუნება  

მთავარი | სიახლეები | პრესა და პუბლიკაციები | გალერეა | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია