ქარ Eng

„ქართულ ხარისხმა“ „ხარისხის ნიშნით“ ოთხი კომპანია დააჯილდოვა

ფონდმა „ქართული ხარისხი“ „ხარისხის ნიშნით“ ოთხი წარმატებული კომპანია დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონიალი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, ხოლო კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელები ქალბატონები არიან, „ხარისხის ნიშნის“ დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

„ხარისხის ნიშანი“ გადაეცათ შპს „ექსკლუზივ კრუპს“ (რუსუდან მარგველაშვილი); შპს „ლუქსი ინტერიერს“ (ნათია ფოფხაძე); შპს „ვიგოს“ (ნატა ზვიადაძე); და სილამაზის ცენტრ „ნატალის“ ( ნატალია თოლორაია).

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიების მიზანია ბიზნესი განვითარებისა და მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების წარმოჩენა და ამ კუთხით საზოგადოების უფრო მეტად დაინტერესება.

მათივე თქმით, ფონდმა წარმატებული კომპანიების დაჯილდოება მათი პროდუქციისა და მომსახურების, ასევე ხარისხის მენეჯმენტის შესწავლის შემდეგ მიიღო. ამასთან, შეფასების კრიტერიუმში ფონდმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მომსახურების ხარისხს და გარანტირებულ უსაფრთხოებას, კვალიფიციურ მომსახურე პერსონალს და მართვის თანამედროვე სისტემების არსებობას.

წლევანდელი დაჯილდოება რიგით მეორე ცერემონია იყო. როგორც ღონისძიების ინიციატორებმა აღნიშნეს, წარმატებული კომპანიების გამოვლენა მომავალშიც გაგრძელდება.

უკან დაბრუნება  

მთავარი | სიახლეები | პრესა და პუბლიკაციები | გალერეა | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია